დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ ფულის მეშვეობით კორონავირუსი გადადის, არ არსებობს, თუმცა "როგორც ჰიპოთეზა, ეს ვერსიაც მუშავდება". როგორც იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც ბანკში ფული შედის, მას სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით ამუშავებენ.
ცნობისთვის, კორონავირუსი ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, მათ ფულთან ჰქონდათ შეხება.