20:26
15 აგვისტო, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
რამდენად საშიშია ძუძუთი კვება 2 წლის ზემოთ ბავშვებისთვის
11-03-2020

 ორ წლამდე ბავშვის ძუძუთი კვება პედიატრების მიერ რეკომენდებული და სასურველიცაა. თუმცა ამ დროის გადამეტება სულაც არ არის სასარგებლო,მაგალითად, ნაადრევ კარიესს პატარებში. ასევე იმ ბავშვებში გვხვდება იგივე შედეგი, რომლებიც თუნდაც ორ წლამდე ძირითადად დედის რძით იკვებებიან და ნაკლებად იღებენ სხვა საკვებს.

ძუძუთი კვების საყოველთაო პროპაგანდის ფონზე ბევრ დედას მცდარად მიაჩნია, რომ რაც შეიძლება მეტ ხანს და "სრულფასოვნად" უნდა კვებოს ბავშვი ბუნებრივად.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა კი დაადგინა, რომ ორი წლის შემდეგ ძუძუთი კვება ნაადრევ კარიესს იწვევს... ექსპერიმენტში, რომელიც წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა, 458 ბავშვი მონაწილეობდა. ბავშვების ერთი ჯგუფი ექვს თვემდე იყო ძუძუთი კვებაზე, რის შემდეგაც მათ რაციონში დედის რძის გარდა ბოსტნეული, ხილი, ფაფეული, წვნიანები, წვენები დაამატეს. მეორე ჯგუფი კი მთელი ორი წელი მხოლოდ ძუძუთი იკვებებოდა და მერეც ასე აგრძელებდა. ამ ბავშვების 48 პროცენტს ნაადრევი კარიესი განუვითარდა.

თუმცა მეცნიერები კვლევის შედეგებს არ უკავშირებენ თვით კვებას, არამედ კვების მეთოდს. როცა ბავშვი გამუდმებით ძუძუს ან საწოვარას წოვს, მისი ნერწყვი აღარ ხვდება კბილებზე. ნერწყვი კი მავნე ბაქტერიებისგან დამცავი ბარიერია. საკმარისი რაოდენობის ნერწყვის არარსებობის შემთხვევაში, ბაქტერიებს გზა ეხსნებათ დამანგრეველი ქმედებებისთვის. ამიტომაც

ბავშვები, რომლებიც ძალიან გვიან გადადიან მყარ, "მოზრდილთა" საკვებზე, როგორც წესი, უფრო ხშირად იტანჯებიან სარძევე კბილების კარიესით.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები