რამდენად მარტივად იშოვება ნარკოტიკული საშუალება ბიო - გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მორიგ ექსპერიმენტს ატარებს. მედიის წარმომადგენლებს მან ვიდეო წარუდგინა, სადაც დეტალურად ჩანს, 1 საათში თუ როგორ შეიძინა ინტერნეტით 5 გრამი ნარკოტიკული საშუალება. პარტიაში აცხადებენ რომ იმ პირობებში, როდესაც მარიხუანას შეძენისთვის ადამიანებს აპატიმრებენ, ე.წ. ბიო უკონტროლოდ შემოდის ქვეყანაში და მისი შეძენა არასრულწლოვნებისთვისაც ხელმისაწვდომია. გირჩში ეჭვობენ რომ ინტერნეტით ნარკოტიკების შეძენას სამართალდამცავები მფარველობენ. ბრიფინგის შემდეგ “გირჩში” პოლიცია გამოიძახეს და შეძენილი ნარკოტიკი გადასცეს.