სამზარეულოში ყოველთვის ბევრი მიკრობი და ბაქტერია გროვდება, სამუშაო ზედაპირი, მათ შორის ნიჟარა, დაკავშირებულია კერძის მომზადებასთან. სწორედ ამიტომ ბევრს უჩნდება კითხვა: რამდენად ხშირად უნდა გაირეცხოს სამზარეულოს ნიჟარა? საკვები ჰიგიენის დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია სამზარეულოს ნიჟარის კვირაში ერთხელ გარეცხვა. სასურველია გაირეცხოს ყველაფერი მაშინვე, როგორც კი უმი ხორცის დაჭრას ან კარტოფილის გასუფთავებას დაასრულებთ. ეს ხელს შეუშლის საშიში მიკრობებისა და არასასიამოვნო სუნის გავრცელებას.ნიჟარის წმენდის ყველაზე მარტივი საშუალება ჭურჭლის სარეცხი საშუალებისა და ცხელის წყლის გამოყენებაა. რთული ნამდვილად არაფერია, სამაგიეროდ ჩამორეცხავთ საჭმლის ყველა ნარჩენს, რომლებიც დაავადებათა გამომწვევი ბაქტერიების პოტენციურ რისკს წარმოადგენენ. დროდადრო შეიძლება ნიჟარა დამატებით სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშაოთ, უბრალოდ შეასხურეთ ის ნიჟარის კედლებზე, რის შემდეგაც ზედაპირი მშრალი ნაჭრის ხელსახოცით გაწმინდეთ.ასევე, თვეში ერთხელ საჭიროა უფრო ღრმა წმენდის ჩატარება, რათა მილებში ნადების წარმოქმნა თავიდან აიცილოთ. ამის გაკეთება შეგიძლიათ სოდით და ცხელი წყლით ან სპეციალური საწმენდი საშუალებებით.