ISET-ის ხაჭაპურის ინდექსის აღმავალი ტრენდი 2019 წლის ნოემბერშიც გაგრძელდა. ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 4 ლარი და 10 თეთრი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 6.1%-ით, წინა წლის ნოემბერთან შედარებით კი 12.6%-ით მეტია.
ორგანიზაციის ცნობით, ეს აღმავალი ტრენდი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან, როგორც წესი, წლის ამ პერიოდში ზრდას ახალი რძის მიწოდების სეზონური შემცირება და მარხვის დაწყების წინ მოთხოვნის ზრდა განაპირობებს. შედეგად, ყველისა და რძის სხვა პროდუქტების ფასებიც იზრდება. თუმცა, წლიური ფასის ზრდა მეტწილად ქართული ლარის ამერიკულ დოლართან მიმართებაში გაუფასურებამ გამოიწვია.
თუმცა, „აისეტის“ ცნობით, გასათვალისიწნებელია, რომ 28 ნოემბერს შობის მარხვა დაიწყო, რაც რძესა და რძის პროდუქტებზე მოთხოვნას შეამცირებს და ხაჭაპურის ფასის კლებას შეუწყობს ხელს.