სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების სექტორში ბოლო დროს გამოკვეთილი არაერთი პრობლება და ამ საკითხების შესახებ გამოთქმული სხვადასხვა ინტერპრეტაცია, მრავალ კითხვას ბადებს. „საჭიროებს თუ არა ეს სექტორი რეგულაციების გამკაცრებას?“ -ამ თემაზე სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე საუბრობს. შალვა ალავერდაშვილი კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ქვეყანაში სასტუმროებს ვარსკვლავებს სურვილის მიხედვით ანიჭებენ. ალავერდაშვილი შენობებში უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაზე მიუთითებს და კანონმდებლობის ხარვეზების დაუყოვნებლივ გამოსწორებას მოითხოვს.