19:29
14 დეკემბერი, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რამდენად დაცულები არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებლები?
29-03-2016
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტებს ბოლომდე არ აქვთ გააზრებული სესხის ვადები და პირობები - ასეთია საერთაშორისო ორგანიზაცია "სმარტ კამპანიის" მიერ საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორში მომხმარებელთა დაცვის საკითხებზე ჩატარებული კვლევის ძირითადი შედეგი. კვლევის თანახმად, მიკროსაფინანსო კომპანიების კლიენტების ნაწილმა საკუთარი სესხის საპროცენტო განაკვეთი არ იცის. ამასთან, მომხმარებლებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა რისკს შეიცავს სესხის უცხოურ ვალუტაში აღება.

ორგანიზაცია "სმარტ კამპანიამ", კვლევის ფარგლებში, როგორც მიკროსაფინანსოებისთვის, ასევე ეროვნული ბანკისთვის რეკომენდაციებიც შეიმუშავა. როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე მუშაობს.
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები