"სატელეფონო მომსახურებებზე აბონენტებისთვის ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს" - ამის შესახებ, კომუნიკციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, კომისია შეისწავლის, რამდენად ადეკვატურად ხდება ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ერთდროულად ფასების ცვლილება.კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორივე ოპერატორს მიმართავს, რომ საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე შეაჩერონ ტარიფების ცვლილება. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომისიას კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია, რომ კომპანიების მიერ მიღებულ არაკანონზომიერ გადაწყვეტილებებზე უმკაცრესი რეაგირება მოახდინოს.