გარდაბანში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. კონკურსში გამარჯვებული კომპანია შპს "კა დე ვე ჯორჯია" 81 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და თბილისის მასშტაბით არსებული მყარი ნარჩენების გადამუშავებას სრულად შეძლებს.
კომპანია "კა დე ვე ჯორჯიასთან" გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, კომპანიას ჰქონდა ვალდებულება, დაემზადებინა გარემოს დაცვის სამინისტროსგან გარემოზე ზემოქმედების შეფასების პარამეტრი. ქარხანა გარდაბანში მდებარე პოლიგონზე აშენდება და 50 ჰექტრამდე ტერიტორიაზე განთავსდება, საიდანაც ქარხნისთვის საჭიროა 15 ჰექტარი, თუმცა ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი სასაწყობე ფართებისთვის იქნება განკუთვნილი. ქარხანა გამოიმუშავებს ევრო 5-ის სტანდარტის დიზელს, რომელიც საკმაოდ დიდი წარმადობით იქნება. ქარხანა დღიურად 400 ტონამდე დიზელის მიღებას შეძლებს, საშუალო მონაცემებით, ქარხანა დღიურად 1000 ტონა ნარჩენის გადამუშავებას შეძლებს და სრულად უზრუნველყოფს თბილისის მასშტაბით არსებული მყარი ნარჩენების ათვისებას. ქარხანა გერმანული ტექნოლოგიით იმუშავებს.