2018 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები ჯამში 4 მილიონ 688 ათას 177 მგზავრს მოემსახურა, რაც 23% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.
იანვარ-ნოემბერში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში. კერძოდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 მილიონ 547 ათას 553 მგზავრს მოემსახურა, რაც 2017 წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებლთან შედარებით 21%-ით მეტია; „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 20%-ით გაიზარდა და 560 ათას 254 შეადგინა; ასევე 20%-ით არის გაზრდილი მგზავრთა რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომელიც მიმდინარე წლის 11 თვეში 580 ათას 370 მგზავრს მოემსახურა.