მთავრობის გადაწყვეტილებით, „ბორჯომის“ მწარმოებელ „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ უფრო დიდი რაოდენობით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესაძლებლობა მიეცა. კერძოდ, სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა წელიწადში არაუმეტეს - 294 ათას 774 კუბური მეტრის; ხოლო ნაკიანი წლებისთვის არაუმეტეს 295 ათას 581 კუბური მეტრის მოცულობით განისაზღვრა.
როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, კომპანია ვალდებულია წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 8 მილიონ 496 ათას 192 ლარი გადაიხადოს. თანხის დაფარვა კი ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოხდეს.