საფრანგეთის მიერ ევროზონის დატოვება და ევროს ფულად ერთეულზე უარის თქმა ქვეყანას დიდ ზარალს მიაყენებს. ფრანგული საფინანსო ინსტიტუტის ინსტიტუტ მონტეინის ანგარიშის თანახმად, საფრანგეთის ევროზონიდან გამოსვლის შემთხვევაში ქვეყნის მშპ ერთი წლის შემდეგ 2,3%-ით შემცირდება, რაც ფულადი სახით 180 მილიარდ ევროს უდრის, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მშპ შესაძლოა, 9%-ით შემცირდეს.