2018 წლის 1-ელ კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 637 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5,3%-ით აღემატება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 37,2% მსხვილ ბიზნესზე, 22,2% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 40,6% - მცირე ბიზნესზე მოდის.
რაც შეეხება ხელფასებს, "საქსტატის" ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში ათას 106 ლარსა და 40 თეთრს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 82 ლარითა და 40 თეთრით მეტია. კერძოდ, მსხვილ ბიზნესში საშუალო თვიური ხელფასი - ათას 193 ლარი და 20 თეთრი, საშუალო ბიზნესში - ათას 219 ლარი და 60 თეთრი, მცირე ბიზნესში – 944 ლარი და 10 თეთრია.