საქართველოდან რქოსანი პირუტყვის გაყვანა ნაწილობრივ შეიზღუდა. კერძოდ კი, მიმდინარე წლის იანვრიდან ძალაში შევიდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, შინაური პირუტყვი, თუკი მისი წონა 140 კგ-ს არ აღემატება, ექსპორტზე ვერ გავა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ გაყვანილი საქონლის გამო ქვეყანაში ხორცის დეფიციტია და ამიტომ პროდუქტიც გაძვირდა. ამასაც ისიც ემატება, ქვეყანაში მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა მცირდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ აკრძალვის მიზანია, ქვეყანაში მსხვილფეხა საქონლის ზრდის შედეგად, მეტი დამატებული ღირებულება შეიქმნას. ამასთან, სამინისტროში ამბობენ, რომ ეს ის ოპტიმალური ზღვარია, რომელიც იცავს როგორც მწარმოებლის, ისე ექსპორტიორის ინტერესს, მაგრამ გათვალისწინებულია ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებიც.სამინისტროს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს ორგანიზაცია ,,ჩვენი ფერმერი“-ს ხელმძღვანელი. მიხეილ ჭიჭაყუას თქმით, მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მოზარდი პირუტყვი გადიოდა ექსპორტზე, ამით კი რეზერვი ცარიელდებოდა. ახალი რეგულაცია კი ამ პროცესს შეანელებს. თუმცა ვეტერინარი იამსაც ამბობს, რომ ახალი რეგულაციით პრობლემა სრულად ვერ აღმოიფხვრება, რადგან სასურსათო ბაზარზე საქონლის ხორცის დეფიციტია. შეგახსენებთ, რომ საქართველოდან ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი, ძირითადად, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ხორციელდება. ბოლო წლებში კი მან ინტენსიური ხასიათი მიიღო. ცნობისთვის, 2018 წელს , ექსპორტზე გავიდა 127 139 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. აქედან აზერბაიჯანში - 79 250, ხოლო ერაყში- 47 889 სული პირუტყვი გავიდა.