ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს სააპელაციო სასამართლომ სასჯელის ვადა შეუმცირა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მუხლი, რომლითაც მსჯავრდებულები გასამართლდნენ, გადაკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რის საფუძველზეც მსჯავრდებულებს სასჯელის ვადა შეუმცირდათ. თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს, გიზო ღლონტს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს, ნუგზარ კაიშაურს და დავით წიფურიას სააპელაციო სასამართლომ სასჯელის სახით ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.