ღორის გრიპით ინფიცირებისას დაავადების ფარული ანუ ინკუბაციური პერიოდი არის 24-დან 48 სათამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებიდან დაავადების ნიშნების გამოვლინებამდე პერიოდი არის მაქსიმუმ 2 დღე. დაავადებული კი ეპიდემიოლოგიურად საშიში არის კლინიკური ნიშნების გამოვლენიდან დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში. რაც შეეხება ბავშვებს, აღმოჩნდა, რომ ისინი უფრო მეტ ხანს ინარჩუნებენ ინფექციის გავრცელების უნარს - გარშემომყოფთათვის ეპიდემიოლოგიურად საშიშნი ისინი 10 დღის განმავლობაში რჩებიან.მედიკოსთა რჩევით, ამ ხნის განმავლობაში ყველა დაავადებული აუცილებელია, რომ დარჩეს სახლში.