დუბაის ხელისუფლებამ უცხოელი ტურისტებისთვის ალკოჰოლის მოხმარებაზე 30-დღიანი უფასო ლიცენზიის გაცემა გადაწყვიტა. ლიცენზიის მიღება 21 წელს გადაცილებული არამუსლიმი ტურისტები შეძლებენ. დოკუმენტის მისაღებად ტურისტები საცალო სავაჭრო ქსელMMI-ის ნებისმიერ მაღაზიაში სპეციალური ანკეტის შევსება მოუწევთ.
ლიცენზიასთან ერთად ტურისტი ასევე მიიღებს დუბაიში ქცევის კოდექსს, რომელიც ხუთი პუნქტისგან შედგება. ამჟამად დუბაიში გაიცემა ორწლიანი ლიცენზია, რომლის მფლობელ ტურისტებსაც ალკოჰოლური სასმელეის შეძენა და მისი სახლში შენახვა შეუძლიათ.