019 წლის ორი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 625 ათას 236 მგზავრს მოემსახურა, რაც 25%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, თებერვალში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა.
კერძოდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თებერვალში 238 ათას 445 მგზავრს მოემსახურა, რაც 13 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის თებერვალში 111% გაიზარდა და 47 ათას 573 მგზავრი შეადგინა. ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. გასულ თვეში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 14 ათას 278 მგზავრმა ისარგებლა, რაც 87% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 2019 წლის თებერვალში 351 მგზავრს მოემსახურა; ამბროლაურის აეროპორტით კი - 35 -მა მგზავრმა ისარგებლა. ჯამში, ორ თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 894 მგზავრმა ისარგებლა რაც 80% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას.