რამაზ მარგოშვილმა დუმილი დაარღვია - ტერორიზმის საქმეზე დაკავებულმა პირველი ჩვენება მისცა. დუმილის დარღვევას გეგმავს კიდევ ერთი ბრალდებული ანატოლი ბერძენიშვილიც. აქამდე ორივე ბრალდებული დუმილის უფლებას ინარჩუნებდა.პროკურორის თქმით, მარგოშვილმა დაადასტურა, რომ სირიაში ჩატაევთან იმყოფებოდა, საიდანაც კონკრეტული დავალებებით დაბრუნდა. ნანა ხუნჯუამ განცხადებით, რამაზ მარგოშვილმა აღიარა ჩატაევთან კავშირი და ის, რომ ჩატაევს ის პირადი ვალების ამოღებაში ეხმარებოდა. მიუხედავად ამისა, სასამართლოში მას ბრალი არ უღიარებია. ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გამოძიება ორ პირს ედავება, ხოლო ოთხს ტერორისტული ორგანიზაციის წევრთა ხელშეწყობას. მათგან ერთი მიმალვაშია. დაკავებულები გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში თბილისსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს.