საქართველოში საერთაშორისო ბრენდ "რამადას" პირველი სასტუმრო - "რამადა ენკორ თბილისი" გაიხსნა. სასტუმრო კომპანია m2-ს ეკუთვნის და ალექსანდრე ყაზბეგის 15 ნომერში მდებარეობს. "რამადა" მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმრო ჯგუფის "ვინდჰემის" წევრია და 2017 წელს ევროპის ყველაზე დიდ ბრენდად დასახელდა. "რამადა ენკორ თბილისი" 152 ნომრიანი სასტუმრაო თანამედროვე, კომფორტული ოთახებით, გამაჟანსაღებელი ცენტრით, რესტორნით, ლაუნჯი-ბარით და ბიზნეს შეხვედრებისთვის განკუთვნილი სივრცით.