15:10
22 თებერვალი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რამ გამოიწვია საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობის შემცირება
20-08-2019

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში სულ აღრიცხული იყო 965 ათასი მსხვილფეხა საქონელი, რაც 14 ათასით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან მსხვილფეხა საქონლის რაოდენობა 979 ათასს შეადგენდა.

მსხვილფეხარქოსანი პირუტყვის სულადობის შემცირებას მეცხვარეთა ასოციაციაში რამდენიმე მიზეზით ხსნიან. ბექა გონაშვილის თქმით, ქართული ჯიშის საქონელი ფერმერისთვის ნაკლებად მომგებიანია, რადგან მწვავედ დგას ადგილობრივი ჯიშის საქონლის გენეტიკის პრობლემა. მისივე თქმით, მასიურად იკვლევა და ასევე ექსპორტზე დიდი რაოდენობით გადის ბოჩოლებიც, რაც ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობის შემცირებას იწვევს.

საქსტატის მონაცემებით,მიმდინარე წლის მეორე კვარტალშიშემცირებულია ცხვრისადათხის რაოდენობაც. კერძოდ მათი სულადობა ჯამურად გასულ წელს მილიონ 54 ათასი იყო, მიმდინარე წელს კი მილიონ 28 ათასია, რაც 2018 წელთან შედარებით, მიმდინარე წელს 2.9 პროცენტით ნაკლებია. მიმდინარე წლის ბოლო სამ თვეში, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.4 პროცენტით არის შემცირებული ღორების რაოდენობაც.

AutoPlay
აგრომეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ახალი პროგრამა განავითარა
გამოქვეყნდა 20 საათის წინ
რუსეთმა ჩინეთიდან ხორცპროდუქტების იმპორტი აკრძალა
21-02-2020
Apple-ს კორონავირუსის გამო წარმოება ჩინეთიდან ტაივანში გადააქვს
21-02-2020
ფეროშენადნობი, ფქვილი, ხორცი და სხვა - TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთში ყიდის
21-02-2020
კორონავირუსის გამო, ოქროს ფასი ისევ იზრდება - რა ღირს დღეის მონაცემებით ერთი გრამი ოქრო საქართველოში?
21-02-2020
2024 წლიდან ახალაშენებულ და რეკონსტრუქციაჩატარებულ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ
21-02-2020
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები