საქსტატის ბოლო სამი წლის მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მცირდება. კერძოდ, 2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 393 მილიონ 600 ათასი ამერიკული დოლარი იყო. 2018 წლის იგივე პერიოდში კი მისმა მოცულობამ 300 მილიონ 100 ათასი ამერიკული დოლარი შედაგინა. 2019 წლის პირველ კვარტალში კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.3% -ით შემცირდა და 281 მილიონ 100 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებას ორი მიზეზით ხსნის: მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაუმჯობესდა ბიზნეს კლიმატი და ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ინვესტიციებისთვის, რასაც საქართველო კონკურენციას ვერ უწევს. ამას გარდა ექსპერტი ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებულ მოვნელებს ასახელებს, რამაც საქართველოთი დაინტერესებული ბევრი ინვესტორი შეაფერხა. რაც შეეხება ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების წილს, რომლებმაც საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელა, 2019 წლის პირველი კვარტლის წინასწარი მონაცემებით, პირველ ადგილს ირლანდია იკავებს, მას მოსდევს გაერთიანებული სამეფო და შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები .ირლანდიის ლიდერობა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, სათამაშო ბიზნესში 133 მილიონ 200 ათასი ამერიკული დოლარის ინვესტიციამ განაპირობა. ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტა ასოციაციის ვიცე - პრეზიდენტის თქმით, რაც უფრო მეტი ქვეყანა დაინტერესდება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით მით უკეთესი, თუმცა სათამაშო ბიზნესში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესიციების წილის ზრდა საგანგაშოა და აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფოს მყისიერი რეაგირებაა საჭირო. ცნობისათვის, ირლანდიური ტრანზაქციის გარეშე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის კლება 2019 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ს გადააჭარბებდა.