ვაზისუბანში, სადაც გვიან ღამით კორპუსის პირველი სართულში ხანძარი გაჩნდა, საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა და ამ დროისთვის ისინი სასტუმროებში არიან განთავსებულები.
შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 პირი, მათგან სამმა მსუბუქი ინტოქსიკაცია, ერთმა კი 60 პროცენტიანი დამწვრობა მიიღო , რომელიც ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა ისნის გამგებელი ნიკა ელისაშვილი, რომლის თქმითაც ამ ეტაპზე, რთულია იმის თქმა, თუ რამ გამოიწვია ხანძარი.
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ზუსტი მიზეზი დადგინდება.