იტალიური მედიის ინფორმაციით, "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი ზაფხულში კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს. კლუბებს შორის მოლაპარაკება უკვე დაწყებულია და რაკიტიჩი "ნერაძურის" 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება. ხორვატ ფეხბურთელს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, ხელშეკრულების გახანგრძლივებასა და ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებული მოლაპარაკება კი წარუმატებლად დასრულდა.