23:00
25 ივნისი, 2022, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არტTIME
Raised by Wolves-ის მე-2 სეზონის გამოსვლის თარიღი ცნობილია
08-12-2021

Raised by Wolves (მგლების აღზრდილი) 2020 წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა სატელევიზიო სამყაროში და თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ მაყურებელი ისტორიის გაგრძელებას იხილავს.

HBO Max-მა მეორე სეზონის გამოსვლის თარიღი გაგვიმხილა: 2022 წლის 8 თებერვალი გახლავთ . სერიალის მეორე სეზონში ანდროიდი 'დედა' და 'მამა' თავიანთ ადამიან შვილებთან ერთად ახალ ათეისტურ კოლონიაში აღმოჩნდებიან, სადაც მათ ახალი პრობლემები შეექმნებათ.

გავრცელებული კადრებით თუ ვიმსჯელებთ, ისტორიის გაგრძელება არანაკლებ მისტიკური და მძაფრსიუჟეტიანი იქნება.

პირველი სეზონის დასასრულმა ბევრი მაყურებელი დატოვა უკმაყოფილო და იმედია, შოუს შემქმნელები, რომელთა შორის რიდლი სკოტიცაა, ამჯერად კიდევ უფრო საინტერესო სანახაობას შემოგვთავაზებენ

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები