რაიმე ულტიმატუმით საუბარი "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პარლამენტის მხრიდან სრულიად მიუღებელია - ანრი ოხანაშვილი - Palitra News

რაიმე ულტიმატუმით საუბარი "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პარლამენტის მხრიდან სრულიად მიუღებელია - ანრი ოხანაშვილი

2019-08-30 18:24:27+04:00

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის განცხადებებს არავითარი ძალა არ გააჩნია. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ანრი ოხანაშვილი ამბობს, მშვიდობიანად საკითხების გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა ულტიმატუმის ენით საუბარი არავის გაუვა. ამასთან ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველას აყენებს საქმის კურსში რათა ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნონ. თავის მხრივ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ბლოკპოსტის არსებობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება.