ირლანდიური ბიუჯეტური ავიაგადამყვანის „რაიანეარის“ მარკეტინგის დირექტორი ამბობს, რომ მისმა კომპანიამ შესაძლოა, „ბოინგ 737 MAX-ის“ პირველი 10 ეგზემპლარის მიღება აპრილიდან დაიწყოს. ცოტა ხნით ადრე, კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია 737 MAX-ებს ოქტომბრამდე ვერ მიიღებდა.
737 MAX-ი ამერიკული კომპანიის ყველაზე გაყიდვადი ლაინერია, თუმცა, მისი ექსპლუატაცია გასულ მარტში შეწყდა, მას შემდეგ, რაც 737 MAX-ით მომხდარ ორ კატასტროფას 346 მგზავრის სიცოცხლე შეეწირა. „რაიანეარმა“ გასულ თვეში, მომავალ წელს საკუთარი მგზავრთნაკადის პროგნოზი 157 მილიონიდან, 156 მილიონამდე შეამცირა. ამის მიზეზი, 737 MAX-ის მიწოდების დაგვიანებაა, რის გამოც, კომპანიას ზაფხულის ოპერაციების შეკვეცა მოუწია. ამ პროგნოზის საფუძვლად აღებულია პირობა, რომ „რაიანეარი“ პირველ 10 ლაინერს ზაფხულამდე მიიღებს.