"რაიან სმიტისა და მისი შვილის მკვლელების ამოცნობა შემიძლია, რადგან ისინი დავინახე" - ამის შესახებ "პალიტრანიუსს" ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა 19 წლის მწყემსმა, მალხაზ კობაურმა განუცხადა. სააგენტომ კობაურს რამდენიმე შეკითხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაუგზავნა. როგორც ბრალდებული აცხადებს, ის მზად არის, თუკი გამოძიება დაინტერესდება, მის მიერ დამნაშავედ დასახელებული პირის ამოცნობაში მონაწილეობა მიიღოს, მათ შორის, საგამოძიებო უწყებას ფოტორობოტის შექმნაში დაეხმაროს."მე ჩანჩქერზე ვბანაობდი. მერე ორი უცხო კაცი მოვიდა და რაიან სმიტთან და მის შვილთან მიმიყვანეს. კაციც და ბავშიც ჩემი თანდასწრებით მოკლეს. ქალი არ ვიცი, სადღაც წაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე უცხო პირები იყვნენ და მათგან ორის ამოცნობა შემიძლია, დანარჩენის გამიჭირდება. ბავშვი და კაცი ვინც მოკლა, მათი ამოცნობა შემიძლია. ფოტორობოტის შექმნაშიც შემიძლია დახმარება" - აღნიშნავს მალხაზ კობაური.