06:46
21 ოქტომბერი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არტTIME
რაიან რეინოლდსმა Deadpool-ის როლი კიდევ ერთხელ მოირგო
18-07-2021

რაიან რეინოლდსი შანს არ უშვებს ხელიდან, რომ დედპულის კოსტიუმი მოირგოს. ამჯერად იგი თავისივე ახალი ფილმის ტრეილერს უყურებს.

პანდემიის გამო რეინოლდსის ახალი ფილმის, Free Guy, პრემიერა რამდენჯერმე გადაიდო, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მსახიობი ძალიან აღელვებულია და ახალი პრემიერის თარიღი ფანებს ორიგინალურად გააცნო.

4-წუთიან კლიპში, რომელიც რეინოლდსმა თავის Youtube გვერდზე გამოაქვეყნა, ის მარველის კიდევ ერთ პერსონაჟთან კრონგთან ერთად Free guy-ის ტრეილერს უყურებს და აღტაცებას ვერ მალავს.

ვიდეო პაროდიაა YouTube-ის იმ ვიდეოების ჟანრის, სადაც ხალხი სხვადასხვა ტრეილერებზე, ფილმებზე ან მუსიკაზე რეაქციებს გამოხატავენ და ხალხს უზიარებენ.

კრონგის გამხმოვანებელი ტაიკა ვაიტიტი, Free guy-ში ბოროტმოქმედის როლს თამაშობს. იგი აგრეთვე Thor: Ragnarok-ის რეჟისორია. ამიტომ არ არის გასაკვირი, ვიდეოს ბოლოს დედპული ირონიულად რომ ამბობს, თითქოს თორის ფილმებიდან მისი საყვარელი Dark World იყოს.

ფილმის პრემიერა 20 აგვისტოს შედგება. იმედია კოვიდი ამჯერად მაინც ვეღარ ჩაშლის ამ პრემიერას.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები