რაღაც საკითხებზე პატრიარქს ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა არა დეტალური, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გუშინ საპატრიარქოსთან განუცხადა. უჩა ნანუაშვილმა საპატრიარქოში ილია მეორე მოინახულა, რომელიც გერმანიიდან გუშინ დაბრუნდა. ომბუდსმენის თქმით, პატრიარქთან მან დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით ზოგადად ისაუბრა. ომბუდსმენის განცხადებით, უწმინდესი საპატრიარქოსთან დაკავშირებულ მოვლენებზე გარკვეულწილად ინფორმირებულია.