რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები რუსეთთან მაყურებლის გარეშე გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ახალ კორონავირუსს უკავშირდება. როგორც რაგბის კავშირის წარმომადგენლები განმარტავენ, ყველას, ვინც მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე შეიძინა, თანხა უკან დაუბრუნდება.
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრა 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.