მსოფლიოს თასზე მეორე ფინალისტი გამოვლინდა. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში სადაც ერთმანეთს უელსი და სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდნენ, გამარჯვებული სწორედ ეს უკანასკნელი გამოდგა, რომელმაც მეტოქე მძიმე ბრძოლაში 19-16 დაამარცხა. პირველ ტაიმში გუნდებმა ქულების მოპოვება მხოლოდ ჯარიმების საშუალებით მოახერხეს. აფრიკელთაგან სამი ჯარიმა პოლარდმა გაიტანა, ხოლო ულესელთა მხრიდან ზუსტად ორჯერ ბიგარმა დაარტყა. პირველი ტაიმი სამხრეთ აფრიკამ 9:6 მოიგო. მეორე ტაიმის დასაწყისში დან ბიგარმა ისევ ჯარიმიდან გაათანაბრა. ამას გუნდების მხრიდან 1-1 გარდასახული ლელო მოჰყვა. 76-ე წუთზე კი პოლარდმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და სამხრეთ აფრიკა მსოფლიო თასის ფინალში გაიყვანა - 19:16. ფინალში სამხრეთ აფრიკა ინგლისის ნაკრებს შეხვდება. ხოლო ბრინჯაოს მედლებისათვის ერთმანეთს ახალი ზელანდია და უელსი დაუპირისპირდებიან.