იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. უკანასკნელ სათამაშო დღეს ორი დაპირისპირება გაიმართა. დღის პირველ მატჩში იტალია კანადას დაუპირისპირდა და მარტივად 48 - 7 დაამარცხა. ევროპელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და უკვე პირველივე ტაიმში საკმაოდ დიდი უპირატესობა მოიპოვეს. მატჩის პირველი ნახევარი ფავორიტების გამარჯვებით 17-0 დასრულდა, მეორე ნახევარში კი მათ უბრალოდ განამტკიცეს ტავიანთი უპირატესობა და კიდევ უფრო მეტი ლელო დადეს. საბოლოოდ იტალიამ კანადამ 41 ქულიანი სხვაობით მოუგო და ჯგუფში 2 დან 2 მოგებით პირველ პოზიციაზეა.
დღის მეორე მატჩიც ფავორიტის მარტივი მოგებით დასრულდა. აშშ-სა და ინგლისის დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით 45-7 დასრულდა. ბრიტანელებმა მოგება ფაქტობრივად პირველივეწ ტაიმში გაინაღდეს, აიღეს რა 19 უპასუხო ქულა. მეორე ტაიმშიც, რა თქმა უნდა, ინგლისი მეტოქეს არაერთი თავით მაღლა იდგა და საბოლოოდ ვიზავი 38 ქულით დაამარცხა. ინგლისის სი ჯგუფის ლიდერი 2 დან 2 მოგებით გახლავთ, შემდეგ დაპირისპირებას კი არგენტინასთან ჩაატარებს.