იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. უკანასკნელ სათამაშო დღეს დიდი სენსაცია დაფიქსირდა. ალბათ ტურნირის ერთ-ერთმა ყველაზე უარესმა გუნდმა, ურუგვაის ნაკრებმა, საკმაოდ ძლიერ ფიჯის მოუგეს. პირველი ტაიმი სრულად ურუგვაელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 24-12 დასრულდა. მეორე ნახევარში ფავორიტებმა ერთანეთის მიყოლებით რამდენიმე ცვლილება განახორციელეს, თუმცა ამან არ უშველა და საბოლოოდ მატჩი 30-27 დასრულდა. ამ მომენტისთვის ურუგვაი დი ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებიც არის, მესამე პოზიციას იკავებს, მეოთხეზე ფიჯია, ხოლო საქართველო 1 მარცხით ბოლო ადგილზეა.