საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო. გუნდებს სამ კანდიდატს შორის არჩევანი 30 იანვარს უნდა გაეკეთებინათ, თუმცა ორმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ და ირაკლი აბუსერიძემ ითხოვეს, რომ თარიღი შეეცვალათ. მათი თხოვნა საარჩევნო წესდების სრული დაცვით დაკმაყოფილდა. არჩევნების ახალი თარიღი 24 თებერვალია. შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი გოჩა სვანიძე, ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე იბრძვის.