იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. უკანასკნელ სათამაშო დღეს 2 მატჩი გაიმართა და ორივე, თავის მხრივ გამორჩეული გახლდათ. დღის პირველ შეხვედრაში უელსის ნაკრები საფრანგეთს შეხვდა.მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები უელსს უპირობო ფავორიტად მიიჩნევდნენ, მატჩის პირველ ტაიმში ფრანგების თამაშმა საწინააღმდეგოს ფიქრის საშუალება მოგვცა. ლე ბლუმ ბრიტანელები პირველ ტაიმში 19-10 დაამარცხა და ნახევარფინალს მიუახლოვდა, თუმცა ფავორიტებმა მეორე ტაიმში შეხვედრის დაქაჩვა და საბოლოოდ ძალიან დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება 20-19 შეძლეს. უელსის ნაკრები ნახევარფინალში სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება, რომელმაც ბოლო წრეში მასპინძელ იაპონიას მოუგო. აფრიკელებმა მატჩი მარტივად და ძალების დაზოგვით 26-3 მოიგეს. განსაკუთრებული გამოდგა პირველი ტაიმი, სადაც იაპონელებმა მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწიეს და 5 ქულაზე მეტი არ ააღებინეს, თუმცა მეორე ნახევარში ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა და საბოლოოდ, სამხრეთ აფრიკამ დიდი ანგარიშით მოიგო.