ევროპის ყველაზე პოპულარული სარაგბო ლიგის ფინალში ერთმანეთს კასტრი და მონპელიე შეხვდებიან. მონპელიეს ფინალში გასვლა ქართველი მორგაბის, გელა აფრასიძის დიდი დამსახურებაა. აფრასიძე ბორდოსთან ნახევარფინალურ მატჩში ცვლილებაზე შევიდა და ორი ჯარიმის გატანა მოახერხა, მაგრამ ეს მარტივი ჯარიმები არ ყოფილა. გელამ 55 და 50 მეტრიანი დისტაციებიდან მოახერხა ჯარიმების გამოყენება. ანგარიში 13:10 იყო, როცა ქართველმა 69-ე წუთზე 55 მეტრიდან გაიტანა და მონპელის უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა, ხოლო მატჩის 79-ე წუთზე აფრასიძემ ამჯერად 50 მეტრიდან გაიტანა. საბოლოოდ კი მონპელიემ ნახევარფინალი 19:10 მოიგო და ფინალში კასტრის წინააღმდეგ ითამაშებს. მონპელის რიგებში ამჟამად ორი ქართველი თამაშობს: მიხეილ ნარიაშვილი და გელა აფრასიძე. აღსანიშნავია, რომ მონპელიეს საფრანგეთის ჩემპიონატი არასოდეს მოუგია.