„ქართული ოცნების“ წევრის თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დღეს გაცხადებული გეგმებით, კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ „რადიკალურ ოპოზიციის“ მიზანი პარლამენტში მუშაობის გაგრძელება არ ყოფილა. როგორც ტალიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში ცხადი იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა რეალურად დესტრუქცია იყო. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ტალიაშვილის თქმით, „მოლაპარაკბეებმა ცხადი გახადა, რომ „ქართული ოცნება“ იყო კონსტრუქციული და მომზადებულ, რათა კომპრომისისკენ ნაბიჯი გადაედგა.