დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თავს კარგად გრძნობს და ორშაბათიდან საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვისას განაცხადა, მან დამატებით გამოკვლევები ჩაიტარა.
კალაძემ ბოხუას სახელობის კლინიკა 4 აპრილს დატოვა. ის კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა. კარდიოლოგის, პროფესორის, ზურაბ ფაღავას ინფორმაციით, თბილისის მერს ე.წ. ვესტიბულოპათია დაუდგინდა.
კლინიკის დატოვების შემდეგ კი კალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად უცხოეთში იმყოფებოდა.