კომპანია მეიდენ ჯგუფის ორგანიზებით საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და კულტურის სამინისტროსთან ერთად რაჭის უბნის სადეგუსტაციო სივრცეში კალანდობის ტრადიციული ღონისძიება ჩატარდა, ღონისძიება რაჭული ფოლკლორული სიმღერით გაიხსნა.
ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა კუთხის ღვინო და კერძი დაეგემოვნებინათ.
აღნიშნულმა სივრცემ 150ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს უმასპინძლა.
სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი სახეები, ჟურნალისტები და მწერლები.