"ზოოლოგიური ცენტრის" ინფორმაციით, რაჭიდან ჩამოყვანილი ორი დაობლებული დათვის ბელი რამდენიმე დღე ხელოვნურ კვებაზე იქნებიან. შემდეგ კი თავშესაფარში მყოფ დედა დათვს მიაშვილებენ.
მათივე ინფორმაციით, დათვის ბელებს ესაჭიროებათ როგორც ფინანსური ასევე საკვები პროდუქტებით დახმარება.
"ბინადრებს ესაჭიროებათ თქვენი დახმარება, როგორც ფინანსურად ასევე საკვები პროდუქტებით. მადლობას გიხდით ყველას ვინც პერიოდულად გვეხმარებით დათვების მოვლა-პატრონობაში. დაწვრილებით ინფორმაციისთვის ჩვენი ცენტრის შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს. Bears-shelter.com ა(ა)იპ "ზოოლოგიური ცენტრი" ს/კ 436038226საქართველოს ბანკი: #GE05BG0000000037320500 ", - ნათქვამია "ზოოლოგიური ცენტრის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვიდეოს "ზოოლოგიური ცენტრი" პირად "ფეისბუქ" გვერდზე ავრცელებს.