საგანგებო სიტუაციის სამსახურის წარმომადგენლებმა რაჭაში, სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქების ნაწილი უკვე გამოიყვანეს. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით სამაშველო ოპერაცია სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში დილიდან განახლდა. ვერტმფრენებით რეისები სტიქიის ზონაში მოქალაქეთა გამოსაყვანად დღის განმავლობაში სავარაუდოდ კიდევ შესრულდება.
სტიქიის ზონიდან გამოსული მოქალაქეების ინფორმაციით, ადგილზე საკვების, წყლისა და მედიკამენტების მარაგის მხრივ პრობლემები არ შექმნიათ და ამ დროისთვის თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.