რაჭაში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა 7 სოფელთან. ჯერჯერობით, 5 სოფელი რჩება სამანქანო გზის გარეშე. სოფლების ნაწილთან კავშირი ხორციელდება დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით. 2 სოფელთან - ჯინჭვისთან და გონასთან გუშინ მოხერხდა მიმოსვლის აღდგენა საავტომობილო ხიდთან დროებითი გადასასვლელის მეშვეობით. როგორც პალიტრანიუსს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ონის რაიონში მდინარის კალაპოტში დასაბრუნებლად სამუშაოები მიმდინარეობს, ეწყობა დროებითი გადასასვლელები, იმისათვის, რომ საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი გახდეს.