რაჭაში რთველისთვის მზადება დაიწყო. სეზონის აქტიურ რეჟიმში გადასვლამდე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ამ მიმართულებით არსებულ ვითარებას, სოფელ ხვანჭკარაში გაეცნო. მისი თქმით, წელს რეგიონი გაზრდილ მოსავალს ელოდება. რაჭაში ალექსანდრეულის და მუჯურეთულის მოსავალმა 1500 ტონა შეადგინა, ლეჩხუმში კი 800 ტონა ცოლიკაურისმოსავალი დაფიქსირდა. ბოლო 6 წლის განმავლობაში, რაჭაში 1100, ხოლო ლეჩხუმში 800 ჰექტარზე ახალი ვენახებია გაშენებული.