ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით რაჭა საუკეთესო მაგალიათია იმის თუ როგორ შეიძლება ერთობლივი მუშაობით სტქიიდან 10 დღის შემდეგ პრაქქტიკულად ყველა სოფელთან საავტომობილო მიმოსვლა აღდგეს. მისივე ინფორმაციიტ 5 სოფელთან, დასახელებული ერთთვიანი ვადის ნაცვლად, მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება, უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი, შემდეგ კი კაპიტალური აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.
ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტი აქვთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებშიც მონაწილეობენ.