ავარიის შედეგად რაჭაში სამი ადამიანი დაიღუპა. სოფელ სადმელში ახალგაზრდები მანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც, ხეს შეეჯახნენ. 20 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. ავტომობილში მყოფი ორი მგზავრი კი დაშავდა. შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, სიჩქარის გადაჭარბება გახდა.