რაჭაში ჩარჩენილ დამსვენებლებს სტიქიის ზონიდან კვლავ ვერტმფრენებით გამოიყვანენ - Palitra News

რაჭაში ჩარჩენილ დამსვენებლებს სტიქიის ზონიდან კვლავ ვერტმფრენებით გამოიყვანენ

2020-07-30 09:53:31+04:00

რაჭაში ჩარჩენილ დამსვენებლებს სტიქიის ზონიდან კვლავ ვერტმფრენებით გამოიყვანენ. ვერტმფრენები რეისების შესრულებას დილიდან დაიწყებენ. გუშინ სტიქიის ზონაში 4 რეისი შესრულდა, რის შემდეგაც უსაფრთხო ადგილზე 100-მდე ადამიანის გადმოყვანა განხორციელდა.

შექმნილია საგანგებო შტაბი, ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. ზარალი დიდია. სტიქიის შედეგად დაახლოებით 2 კილომეტრი სიგრძის გზაა წაღებული. აღდგენით სამუშაოებს, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა დასჭირდება.

რაჭაში, სოფელ ღართან, სტიქიის ზონამდე მისასვლელი გზა სამართალდამცველებმა გადაკეტეს. ადგილზე მისვლის საშუალება უკვე არ ეძლევა მედიას. შეგახსენებთ, რიომ ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ადიდებულმა რიონმა ათამდე ხიდი წაიღო, ასევე დაზიანებულია საავტომობილო გზა.