რაბლი ყველაზე ასაკოვანი კატაა მსოფლიოში. მან რამდენიმე დღის წინ 30 წლის იუბილე გადაიხადა და მისი ასაკის გათვალისწინებით, კარგ ფორმაშია. შინაური ცხოველი კნუტობიდან თავის პატრონთან ერთად ცხოვრობს. 1988 წელს, 50 წლის მიშელ ჰერიტაჟიმ, 20 წლის ასაკში, ერთი ციდა კნუტი აიყვანა. მას შემდეგ რაბლი თავის ოჯახთან ერთად დევონის სამეფოში ცხოვრობს. პატრონის თქმით, რაბლი ძალიან კარგი შინაური ცხოველია, მაგრამ ასაკის გამო ცოტა გამაღიზიანებელი გახდა.რაბლი, დიდი ალბათობით, ყველაზე ასაკოვანი კატაა მსოფლიოში, თუმცა, მიშელს არ უნდა გინესის რეკორდების წიგნში ოფიციალურად განაცხადოს ამის შესახებ, რადგან არ სურს ხმაური თავისი ოჯახის გარშემო.ხნიერ კატას მაღალი არტერიული წნევა აწუხებს, თუმცა, წამალი, რომელსაც ვეტერინარი უწერს, ამ პრობლემას უმკლავდება. რაბლი ჯანმრთელობის მხრივ სხვა დაავადებებს არ უჩივის. რაბლიმ დაბადების დღეზე, ადგილობრივი ვეტერინარული კლინიკიდან, საჩუქრად მიიღო სპეციალური რძე და სასუსნავი. ასევე, არტერიული წნევის წამლები.