დღეისათვის, შაქრის მოხმარება 45%-ით მეტია, ვიდრე 30 წლის წინ. მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ შაქარი 8-ჯერ უფრო მეტად იწვევს შეჩვევას, ვიდრე კოკაინი. ყოველ ჯერზე ტკბილეულისგან უარის თქმა სულ უფრო ძნელია. შაქარი ორგანიზმს ხელს უშლის დამოუკიდებლად ებრძოლოს სტრესს. რისკის ზონაში არიან ქალები, რომელთაც უყვართ ბევრი ტკბილეულის ჭამა.საიდუმლო არ არის, რომ სწორედ შაქარია დაკავშირებული დიაბეტის გაჩენის რისკთან. ასევე, მეტაბოლიზმის სინდრომთან და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან. ყველა დაავადება არ ჩნდება მაშინვე. გასუქება და კბილების პრობლემები პირველ რიგში იჩენს თავს.შაქრის მომატება ანელებს გონებრივ მუშაობას და ხელს უშლის მობილიზებას საქმისადმი.შაქარს ქმნის მოლეკულები, რომლებიც საშიშია კოლაგენისთვის, ამიტომ ტკბილის რეგულარული მოხმარება ნაადრევ დაბერებასაც იწვევს. ის ასევე ამცირებს ძვლების სიმყარეს.