16:58
30 მაისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რა ვითარებაა ავტოპარკსა და საავტომობილო ბაზარზე?
16-08-2016
საქართველოში რეგისტრირებული მილიონზე მეტი ავტომობილიდან 91 პროცენტი 10 წელზე მეტი ასაკისაა - ასეთია ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ქვეყნის ავტოპარკის მდგომარეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევის თანახმად, 2015 წელს საქართველოს ავტოპარკი დაახლოებით 8%-ით გაიზარდა და მილიონ 100 ათასს მიაღწია, საიდანაც ახალი, 3 წლამდე ასაკის ავტომობილები მხოლოდ 1,4%-ია. ამასთან, 2015 წელს ავტომობილების იმპორტის მოცულობა 8%-ით შემცირდა, მათ შორის ისეთი ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებიდან, როგორებიც აშშ და გერმანიაა. მნიშვნელოვანი 59%-იანი კლება ფიქსირდება ავტომობილების ექსპორტ–რეექსპორტის მიმართულებით, რისი მიზეზიც ძირითად ბაზრებზე, სომხეთსა და აზერბაიჯანში დაწესებული რეგულაციებია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ავტოპარკის განახლება აუცილებელია, რისი განხორციელების ერთ-ერთ გზად მცირე ასაკის ავტომობილების იმპორტის წახალისება სახელდება. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებში ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებიდან იმპორტის შემცირების ფონზე, საქართველოში რუსეთიდან ავტომობილების გაზრდილ შემოდინებაზე საუბრობენ.
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები